|
2015-05-14 12:23:15, 540 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შოთა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ბრალდებით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სპორტული ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული 85 000 აშშ დოლარი იყო. ასევე ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული 681,29 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 441,636 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)