22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 16:17:43, 2699 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევში მარშს მართავენ

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევშის ცენტრში მარშს მართავენ.
უკრაინული მედიის ცნობით, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. 

ორგანიზებულ კოლონას, რომელიც ტარას შევჩენკოს პარკიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრა, სააკაშვილი ხელმძღვანელობს. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მიტინგს გამართავენ. 

როგორც ცნობილია,   ასევე უკრაინის დედაქალაქში მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ მანქანის რეგისტრაციის გამარტივების მოთხოვნით მართავს აქციას. ამას გარდა, კიევის პოლიცის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას ორგანიზაცია „მომავლის სახელმწიფო“ გეგმავს.

დაგეგმილი ღონისძიებები გამო, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მსვლელობის მარშრუტის შეცვლა შესთავაზეს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი პარტიის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის მოედანზე სცენის დამონტაჟების საშუალება არ მისცეს.

აქციებთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ადგილზე 2 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics