15:05 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 17:16:53, 1878 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია სწორი სივრცითი განვითარება

საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს სასტუმრო „რუმსში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ესწრებოდნენ. 

სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გვენცაძემ წარმოადგინა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა სივრცითი მიმართულებით სწორად განვითარდეს. „დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც შენობა-ნაგებობები შენდება ქაოტურად და არ არის დაცული ელემენტარული არქიტექტურული ნორმები. ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გვქონდეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა საბოლოო მიზანია ერთის მხრივ, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობაში ნებართვის გამცემი და შემდგომში უკვე ნებართვის მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობები, მათ შორის ცოდნის მიმართულებით, მეორე მხრივ, ასეთი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცოდეთ,  რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო მივიღოთ და ასევე მივცეთ მათ ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
გეგელია -„ოცნების“ დროს ქვეყანა რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა
გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტის მშობლები, მასზე ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობენ
სუს-ის დაკავებული ჯაშუშობაში ბრალდებული, პრორუსი გუბაატ რცხილაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics