22:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 14:41:56, 3022 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიის სკოლაში მომხდარი სროლის გამო 12 წლის გოგონა დააკავეს

კალიფორნიაში,  საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. 
The Los Angeles Times-ის ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი თანაკლასელებს 12 წლის გოგონამ გაუხსნა, რომელიც უკვე დააკავეს. 

სროლა სალვადორ კასტროს სახელობის სკოლაში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციას ორი მოზარდი დაჭრილი დახვდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 

დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, 30 წლის ქალი, 11 წლის ბიჭი და 12 წლის გოგო. თუმცა მათ უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ.

თანაკლასეკლების განმარტებით, გოგონამ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი სახლიდან მიიტანა, რადგან ეგონა, რომ ის სათამაშო იყო. სროლას მოსწავლეებს შორის პანიკა მოჰყვა. 

ინციდენტის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი უკვე ამოიღეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის რობერტ არქოსას განცხადებით, სროლის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics