22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 20:24:36, 2248 ნახვა

მსოფლიო
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილსა და კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ხმების ავთენტურობა დამტკიცებულია

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ  სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს კავშირებზე გამოძიება გრძელდება. ამის შესახებ ლუცენკომ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ლუცენკოს თქმით მიხეილ სააკაშვილსა და მოსკოვში გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ხმების ავთენტურობა დამტკიცებულია , ხოლო თუ რა იქნება შემდეგ, გამომძიებლებზე, პროკურორებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„გამოძიება გრძელდება. თუმცა პირველი სიგნალი არის.  ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სააკაშვილისა და კურჩენკოს სატელეფონო საუბრის ხმები ავთენტურია. თუ რა იქნება შემდეგ, გამომძიებლებზე, პროკურორებზე და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა  ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სააკაშვილსა და კურჩენკოს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ლუცენკომ მაშინ განაცხადა, რომ სააკაშვილმა კურჩენკოსგან 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო უკრაინის პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციების ჩასატარებლად.

აღნიშნულ საქმეზე, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics