21:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 08:36:11, 2240 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გმობს

აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ამერიკა არ აღიარებს ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას.

"აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ეფუძნება, რომელთა მონაწილე რუსეთიც არის. აშშ მოუწოდებს რუსეთს, რომ 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან გამოიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics