01:21 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 11:37:19, 1650 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი: მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია

„მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ერთმანეთის თანადგომა აუცილებელია.

„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას სერბეთს და საქართველოსა შორის. მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა ეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, დახმარება და ერთმანეთის თანადგომა აუცილებელია.
ვფიქრობ, რომ მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, რომ ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics