21:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 13:04:21, 2936 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სპეციალურ პროკურორს დონალდ ტრამპის დაკითხვა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი დაიკითხა. 

BBC-ის ინფორმაციით, სეშნსი სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მუელერმა გასულ კვირას დაკითხა. 

სეშნსი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მოქმედი წევრია, რომელმაც ამ საქმეზე ჩვენება მისცა.  გამოძიება დაინტერესებულია კავშირით, მთავარ პროკურორსა და აშშ-ში რუსეთის ყოფილ ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას.

მუელერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკ ფლინისა და ჯეიმს კომის სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილების გამო, ახლო მომავალში ტრამპის დაკითხვაც სურს. ტრამპმა განაცხადა, რომ „სულაც არ ღელავს ამ საკითხთან დაკავსირებით“.  თუმცა, ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპის  ადვოკატები პრეზიდენტის ენთუზიაზმს არ იზიარებენ და დაკითხვის წინააღმდეგები არიან.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ პროკურორად, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი 16 მაისს დანიშნა.

აშშ რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზის გატეხვასა და ინფორმაციის „ვიკილიქსისთვის“ გადაცემაში ადანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics