21:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 14:11:31, 2095 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ავტოავარიების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ძლიერი თოვლისა და უამინდობის გამო, ავარიაში სამი ავტობუსი მოყვა.

ყველაზე მძიმე შემთხვევა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მუშის პროვინციაში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი მძიმედ დაშავდა.

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.  7 მგზავრის მგდომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

სივას პროვინციაში დაკრძალვაზე მიმავალი ავტობუსი გადაბრუნდა. შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics