21:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 13:41:06, 2590 ნახვა

მსოფლიო
აშშ საკუთარ საელჩოს იერუსალიმში სავარაუდოდ, 2019 წელს გადაიტანს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოამზადა გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 2019 წლისთვის მოხდება, - ამის შესახებ The New York Times სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანა დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე არ მოხდება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, აშშ იერუსალიმში ახალი შენობის აშენებას არ აპირებს და ნაცვლად ამისა, არნონას რაიონში მდებარე საკონსულოს გადააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი კი, დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics