|
2018-01-19 13:30:49, 2169 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი შესაძლოა, არმენ სარქისიანი გახდეს
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩ არმენ სარქისიანს მმართველი პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სერჟ სარგსიანისა და არმენ სარქისიანის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. მედიის ცნობით, თანხმობის შემთხვევაში, სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. არმენ სარქისიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და ერევნის სახელმწუფო უნივერსიტეტი და ასპირანტურა დაამთავრა. მოგვიანებით ის კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარქისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის ოფიციალური წარმომადგენელია. რაც შეეხება კერძო სექტორს, სარქისიანი British Petrolium, Alcatel, Telefonica, Bank of America, Merrill Lynch-ის მთავარი კონსულტანტი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)