|
2018-01-16 13:26:39, 784 ნახვა
რეგიონი
აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა
აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. აღსანიშნავია, რომ უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. აქამდე ექთნები ხელფასის სახით ხელზე 455 ლარს ღებულობდნენ. აღნიშნული სიახლის შესახებ, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის ექთნებთან გამართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2018 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო. სამინისტრო 2014 წლიდან დამატებით შრომის ანაზღაურებას სოფლის ექიმებზეც გასცემს. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარი გამოიყოფა. დანამატს 107 ექიმი ღებულობს. პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა. 2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)