|
2015-05-12 17:53:00, 746 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხოელ სტუმრებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ღვინით დაასაჩუქრებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინიციატივით, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი სტუმარი ერთი თვის განმავლობაში სააგენტოს მიერ ბრენდირებული ღვინით დასაჩუქრდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ფუნქციონირებად აეროპორტებში -თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით უცხო ქვეყნის მოქალაქეები 2012 წლის დაძველების საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული წითელი მშრალი ღვინის დაჭაშნიკებას შეძლებენ და ვიზიტორებს სააგენტოს სახელით სპეციალური ეტიკეტით დამზადებული ქართული წარმოების პროდუქტი გადაეცემათ. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ეტიკეტზე ქართული ღვინის წარმოების კულტურისა და ძირძველი ტრადიციების გასაცნობად დატანილია მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები ვაზის კულტურის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ქართული ვაზისა და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით ინტერესის გაღვივებას ემსახურება. საქართველოში ამჟამად მიმდინარე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის პარალელურად,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით დაგეგმილი პოზიტიური კამპანია საექსპორტო პოტენციალს ერთი-ორად ზრდის და საზღვრებს მიღმა მნიშვნელოვანწილად ამაღლებს ეროვნული პროდუქციისა და მწარმოებელი კომპანიების ცნობადობას. ამავდროულად, აუმჯობესებს გარემოს საქართველოს სავაჭრო პერსპექტივების გაფართოების კუთხით და ხელს უწყობს ქვეყნის იმიჯის დადებითად წარმოჩენას. შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და აღნიშნულ რეგიონში უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კი კონცენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვების კუთხით.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)