21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 10:10:23, 2251 ნახვა

მსოფლიო
ტრამპა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გაურკვეველი დროით გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დის ბრიტანეთში ვიზიტი გაურკვევლი დროით გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში უნდა შემდგარიყო,  აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ემთხვეოდა.  მედიის ცნობით, ტრამპის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა. 

მანამდე არსებული ინფორმაციით, აშშ–ის პრეზიდენტის ვიზიტი 26-27 თებერვალში იყო დაგეგმილი. 

ბრიტანეთის მთავრობაში ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. რამდენიმე თვის წინ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ორმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მიზეზი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების განკარგულებაა.

ლონდონში ტრამპის ჩასვლის წინააღმდეგია დედაქალაქის მერი სადიკ ხანიც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics