|
2018-01-11 14:41:06, 1595 ნახვა
კომენტარი
სუბარი: სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული
ლტლოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს. მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას გამოეხუმარა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა. "სპეცსამსახურები, რომლებიც არიან ამ ბრძოლაში ჩაბმულები, მათი ღვაწლი არის ძალიან დიდი და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებააც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ოჯახისთვის არამედ ქვეყნისთვისაც. მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, იმ წუთში, როდესაც ამ ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომ, ტერორიზმთან ბრძოლა არის აუცილებელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)