|
2018-01-11 14:09:43, 2275 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის დანიშვნის მოთხოვნით, უკრაინის სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ Strana იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ითხოვს, რომ ის აღიარონ როგორც პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. "16 იანვარს სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სააკაშვილი ითხოვს, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გადასცეს იმ მასალების ასლები, რომლებიც მისი ექსტრადირების საკითხს ეხება. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა. სააკაშვილი უწყებაში თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მოგვიანებით, ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის მასშტაბით ტურნეს დაწყება დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)