|
2018-01-11 13:59:46, 1951 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, კიდევ 1 პირი დააკავეს
თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის კიდევ ერთი ორგანიზატორი დააკავეს, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია მისი ინიციალები - ვ.კ.ა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-შია გაწევრიანებული, რის გამოც ის თავის დროზე, სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქული პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. გამოძიებით ირკვევა, რომ ის აპლიკაცია ByLock-ს იყენებდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)