|
2018-01-11 09:36:07, 2572 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ხვალიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დღეეიდან უკრაინის მასშტაბით ტურნეს იწყებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, მოძებნოს ხალხი, ვინც ქვეყანას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს. "ვერც კი მივხვდი იქ რა ხდებოდა. გრძელდება ე.წ. საგამოძიებო ქმედებები. რატომ ეგრეთ წოდებული? იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ევროპაში არავინ იძიებს სამშვიდობო აქციების საქმეს. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალგაზრდა და ზრდილობიანი ხალხია, საბჭოთა სულია დარჩენილი. მათ სურთ ამ საქმით მოგვაცდინონ ჩვენი პოლიტიკური აქციებისგან. თუმცა, ჩვენ ამ აქციებზე უარს არ ვიტყვით. დღეიდან ვიწყებ უკრაინის მასშტაბით ტურნეს. დავიწყებთ ხალხის შეკრებას ახალი ხელისუფლებისთვის, ვაპირებ იმ "300 სპარტელის" მოძებნასაც. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ხალხი, ვინც ქვეყანას სხვა მეთოდებით უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)