|
2018-01-10 18:10:48, 1702 ნახვა
კომენტარი
პანკისის ხეობის უხუცესი: თემირლან მაჩალიკაშვილის აყვანა სროლის გარეშე იყო შესაძლებელი
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის სოსო ქავთარაშვილის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის აყვანა "სროლის გარეშე" იყო შესაძლებელი. როგორც უხუცესთა საბჭოს წევრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა. "დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგი საქმე არ ჩაიდინა. მისი აყვანა შეიძლებოდა თავისუფლად. მოსულიყვნენ და გამოიყვანდნენ ბავშვს. შეაღეს კარი, შევიდნენ ოთახში და მძინარე ახალგაზრდა მაშინვე დაცხრილეს. დღეს ჩვენ უძლური ვართ", - განაცხადა ქავთარაშვილმა. უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრის ხაზო ხანგოშვილის თქმით, ხეობაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. "ჯერ პირველ რიგში უნდა დავკრძალოთ ეს ახალგაზრდა. ამის მერე გამოჩნდება რას ვიზამთ. უამრავი კითხვის ნიშანი გვაქვს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მოკლეს ახალგაზრდა და მორჩა", - დასძინა ხანგოშვილმა. ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში დღესვე გადაასვენებენ. მას დუისში ხვალ დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)