|
2018-01-10 13:59:48, 1572 ნახვა
კომენტარი
მაია ნიკოლეიშვილი: მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა, სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს
„თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ, შესაძლოა, სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. როგორც ექსპერტმა განმარტა, გაკვეთის გარეშე დამატებით დეტალებზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა. "კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანდა გარკვეული წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება იყოს ან ძვალი ან მეტალის რაღაც ფრაგმენტი. ეს დადგინდება და პირველ რიგში სიკვდილის მიზეზის დადგენა არის მნიშვნელოვანი. იქნებ სროლის მანძილზე რაღაც ინფორმაცია მოგვცეს გაკვეთამ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა. ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ, დღესვე გადაასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)