|
2018-01-10 13:15:58, 1758 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე: უნდა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უნდა დადგინდეს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს. "არსებობს ორი ტიპის კითხვები. პირველი კითხვები ეხება ჩატაევთან დაკავშირებულ ისტორიას. კერძოდ, როგორ იქნა ის ჯერ გაშვებული ციხიდან, შემდეგ როგორ მოხდა მისი წასვლა საქართველოდან და ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უკან შემოსვლა, იმის ფონზე როდესაც ჩატაევი ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შავ სიაში იყო შეყვანილი. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხი უნდა გაეცეს. ასევე უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, იმ ადამიანების, ვინც ამაში არიან ჩართულები. გარდა ამისა, არის სხვა ტიპის კითხვებიც, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა - იყო თუ არა ძალის ასეთი გამოყენება საჭირო, როგორიც მოხდა, რამაც შემდგომ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)