21:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 13:56:51, 2298 ნახვა

მსოფლიო
იოჰანესბურგში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 200-მდე ადამიანი დაშავდა

იოჰანესბურგში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

შეჯახების შედეგად 200- მდე ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც Times of South Africa იუწყება, გელდენჰუის სადგურში შესული მატარებელი, გაჩერებულ მატარებელს დაეჯახა. შედეგად, ორივე მათგანი გადაბრუნდა.  დაშავებულები ქალაქ სპრინგში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაცით 30 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამხრეთ აფრიკაში ეს უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა ბოლო დღეების განმავლობაში. ხუთშაბათს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებელი შეეჯახა, შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics