|
2018-01-08 11:52:41, 2386 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი: ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში მუსლიმი დამპყრობლები არიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში „მუსლიმი დამპყრობლები“ არიან, - ამის შესახებ Die Welt იუწყება. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი მიგრანტების მიღებას არ აპირებს. მისივე შეფასებით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით „პარალელური საზოგადოების“ შექმნას გამოიწვევს. „ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი მუსლიმი დამპყრობლები არიან. ისინი არიან ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ეძებენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ორბანმა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს მოუწოდა უნგრეთისადმი პატივისცემა გამოიჩინონ. მან პროტესტი გამოთქვა, ევროკავშირის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ქვეყანა გაერთიანებისგან ფულს იღებ, თუმცა მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)