14:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 12:35:07, 380 ნახვა

პოლიტიკა
NDI: ნატოში გაწევრიანება 65%-სთვის, ხოლო ევრაზიის კავშირში გაწევრიანება 31%-სთვის მისაღებია

NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 68%-სთვის საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია, 16%-სთვის კი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მიუღებელია.
ამასთან, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 65%-სთვის მისაღებია, ხოლო 20%-სთვის მიუღებელი.
საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება კი 31%-სთვის მისაღებია, ხოლო 41%-სთვის მიუღებელი.
მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით, გამოკითხულთა 25% სრულიად ეთანხმება. ხოლო მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, 11% სრულიად ეთანხმება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics