20:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 13:48:14, 3091 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, სტრასბურგში სარჩელს შეიტანს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, მისი სარჩელი შეეხება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მის "გატაცებას".

"მათ გამიტაცეს სახლიდან, ყველანაირი დოკუმენტის გარეშე, რომელიც ჩემი დაკავების უფლებას მისცემდათ", - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის დაკავება ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში მოხდა, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი მკურნალობას გადიოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics