20:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 13:32:03, 2553 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ გაერო-ს დაფინანსება 285 მილიონი დოლარით შეუმცირა

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ორგანიზაციის 2018-2019 წლის ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 285 მილიონი აშშ დოლარით იქნება შემცირებული. 

ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

„აშშ არ დაუშვებს იმას, რომ ამერიკელი ხალხის ხელგაშლილობა ვინმემ გამოიყენოს ან გაუკონტროლებელი დარჩეს“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ–ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმზე გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერდნენ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია 21 დეკემბერს მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics