19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 13:29:22, 1905 ნახვა

კომენტარი
მიხეილ გიორგაძე ზვიად რატიანზე: ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ძალის გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

"მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელობის მხრივ ბატონ ზვიადს მძიმე დაზიანება არ მიუღია. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ფაქტია, მნიშვნელობა არ აქვს საუბარი იქნება პოეტზე მუსიკოსზე თუ რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენელზე. მთავარია, რომ მოკლევამ კონკრეტული, დროული და გამჭვირვალე პასუხი მისცეს, გასცეს, რომ სხვა კითხვის ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით არ დარჩეს", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

შს მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics