20:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 18:31:52, 2655 ნახვა

მსოფლიო
ერაყის ქურთისტანში 350 პატიმარი გაუჩინარდა

ერაყის ქურთისტანში, ქალაქ კირკუკში 350 პატიმარი გაუჩინარდა. დაკარგულ პატიმრებს შორის უმეტესად სუნიტები არიან.

ინფორმაციას Human Rights Watch-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, მას შემდეგ რაც ერაყმა კირკუკი დაიბრუნა, პატიმრების კვალს ვეღარსად მიაგნეს.

არსებული ინფორმაციით, შვიდმა ადგილობრივმა მცხოვრებელმა აქცია გამართა, სადაც მთავარი მოთხოვნა მათი დაკავებული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ოქტომბერში ერაყის სპეცრაზმმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics