|
2015-05-10 12:28:34, 658 ნახვა
სამართალი საზოგადოება
სასტუმროდან, რომელიც იწვოდა, 45 ადამიანი პოლიციელებმა და მაშველებმა გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენისას ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობიდან. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. ხანძრმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“ სასტუმროში მყოფი ადამანების ევაკუაციასა და ხანძრის ჩაქრობაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების ცხრა ჯგუფი მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)