|
2017-12-21 16:02:18, 1607 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიციის გამო. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა იღებს. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის მოქმედებს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს პრინციპების გათვალისწინებით. „აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჩვენი ელჩისთვის მიცემული და ჩვენი წარმომადგენლისთვის. ეს არის რომ მან იმოქმედოს და ნებისმიერი მისი განცადება და ჩართულობა იყოს შესაბამისი ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. თუმცა ეჭვი მიჩნდება, რომ იმ ადამიანს ვინც ეს შეკითხვა დასვა მას საერთოდ არ გააჩნია ეროვნული ინტერესები, მას მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებს და ეს დადასტურებული ფაქტია სწორედ იმ მიწერილი კომუნიკაციით, რასაც ის ახორცილებს ევროპარალმენტარებთან. მეორე რაშიც გამოიხატება არაკომპეტენტურობა - მინისტრთა კომიტეტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს რუსეთის ხმის აღდგენის საკითხი, შესაბამისად ნებისმიერი კითხვა თუ რა პოზიცია დააფიქსირა სხდომაზე ჩვენმა წარმომადგენემა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით არის სრულად არაკომპეტენტური. ამასთან ერთად ნებისმიერი განხილვა, რომელიც მინისტრთა კომიტეტში იმართება არის დახურული, და მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად აფრთხილებს ყველა მისიას, რომ ის საკითხები რომელიც იხილება მინისტრთა კომიტეტში, არ იყოს საჯარო და არ მოხდეს მისი გაჟღერება. რაც შეეხება ხმის აღდგენის პროცესს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტი და პარლამენტარების კომპეტენცია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)