19:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:42:11, 1576 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგები შეაჯამა.

თეა წულუკიანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის შედეგად გამამართლებელი განაჩენების ზრდამ 83%-ს მიაღწია.

„2008-2011 წლებში ჩვენ გვყავდა მხოლოდ 112 ბრალდებული გამართლებული, 2013-2016 წლებში კი, გამართლდა 643 ბრალდებული. 2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე უთხრა უარი მოსამართლემ პროკურატურას წინასწარი პატიმრობის მოთხოვნაზე, მხოლოდ 2016 წელს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა 174 საქმეზე; დღეს მოსამართლე „ბედავს", რომ პროკურატურას ბრმად არ დაუჭიროს მხარი და, როდესაც არ არის სათანადო მტკიცებულებები, გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ის შედეგი მართლმსაჯულების რეფორმისა. მართლმსაჯულებაში ხარვეზიც ბევრია და გრძელდება აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics