|
2017-12-20 11:59:10, 1614 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: სსფ-ს შეფასებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. „ჩვენ წარმატებით წარვმართეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 210 მილიონი SDR (ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამა სრულად დაეფუძნა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მიზნად ისახავს ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას, ფინანსური სტაბილურობის ზრდას, საგარეო დისბალანსის შემცირებას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი მიმოხილვა. „ჩვენ შევასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. შედეგად, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები საქართველოს მიმართ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, , საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენ მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)