19:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 14:46:19, 2019 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ახალი ფრაქციების შექმნის მთავარი მიზეზი მართვის სისტემის დახვეწაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში 2 ახალი ფრაქციის შექმნა დაპირისპირებას უკავშირდება.

ვოლსკის თქმით, ფრაქციების შექმნა განპირობებულია იმით, რომ გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ იყოს მიღებული.

"მთავარი მიზეზი მართვის სისტემის დახვეწაა. გარდა ამისა, არსებობს ის აუცილებლობა, რომ 86-კაციან ფრაქციას არ ჰქონდეს ერთპიროვნული გავლენა ყველა პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს. არანაირი დაპირისპირება ამ შემთხვევაში სახეზე არ არის", - დასძინა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია ჩამოყალიბდება, რომლებსაც ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics