00:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 14:02:35, 756 ნახვა

რეგიონი
გარდაბანში სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მწყობრში ჩადგა 9 კმ სიგრძის მონაკვეთი, დამონტაჟდა ახალი მილხიდები და წყალგამშვები ფარები. ამჟამად არხის ფერდებსა და ძირზე ეწყობა რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები; ასევე, კეთდება მილხიდები და გამანაწილებელი კვანძები. 

არხის რეაბილიტაციით, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, რომელიც მუნიციპალიტეტის 3 სოფელს  (ვახტანგისს, ჯანდარასა და ნაზარლოს) მოიცავს.

სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics