10:24 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 14:47:59, 2385 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენი“ კიდევ ერთი პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს მფლობელი გახდა

14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI–ს ორგანიზებით, 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

რეიტინგის ფარგლებში, გამოვლინდა 2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებდნენ მონაწილეობას.

კომპეტენტურმა ჟიურიმ  კი მათგან საუკეთესო გამოავლინა:  2016-2017 წლის  „განახლებადი  ტექნოლოგიები, მომხმარებელთა  არჩევანი,  სოციალური პასუხისმგებლობა, ახალი პროდუქტები და მუდმივი ინოვაცია“ -  ამ ნომინაციის უპირობო მფლობელი      ს.ს „ქართული ლუდის კომპანია  გახდა“.

ეს არის  ჩვენი წარმოების კიდევ  ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი  აღიარება.  მიზანი, რომელიც კომპანიამ დაფუძნების დღიდან დაისახა, შეიძლება ითქვას  რომ მიღწეულია, მაგრამ ეს  არ ნიშნავს იმას რომ  სიახლეები აღარ იქნება. დიახ, ჩვენ კიდევ  ძალიან  საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ მომხმარებელს, დიახ, ჩვენ კიდევ არაერთხელ გავიზიარებთ  ჩვენ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას, დიახ, ჩვენ  კიდევ დიდხანს ვიქნებით წარმოების  ავანგარდში. ჩვენ და   ჩვენი პროდუქციის  მომხმარებლებმა ერთად  დავიმსახურეთ ეს  ჯილდო“, - აღნიშნა  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია
„თითო შენაძენზე არაუმეტეს 20 ლიტრისა.“ - ანექსირებული ყირიმი ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვას აწესებს
ომის დაწყებიდან პირველად მთელი ურალის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო
რუსეთი პუტინის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics