20:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:37:55, 2243 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პროკურატურამ დაადგინა, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადასაყენებლად 210 ათასი დოლარი დამაკლდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოსახდენად მას 210 ათასი დოლარი დააკლდა, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

"ანუ თქვენ დაადგინეთ, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადასაყენებლად 210 ათასი დოლარია საჭირო? და ამას გვიმალავდით? კარგია, რომ აქ კამერები არის  - შეიძლება ხალხმა შეკრიბოს! მოაგროვონ ეს 210 ათასი დოლარი", - მიმართა ყოფილმა გუბერნატორმა პროკურორებს. 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ამ თანხას საჭიროებს, მაშინ ამის პოვნა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ აღნიშნულის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics