10:24 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 19:40:22, 2723 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ადმინისტრაციულ ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსები უწყებების ძირითადი ფუნქციების დამატებით დაფინანსებაზე მიიმართება

ოპტიმიზაციის პროცესი თუ ვინმეს იმდაგვარად ესმის, რომ ეკონომიის შედეგად თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვა, ეს ასე არ იქნება - ხარჯები სამინისტროებში არ მცირდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ მოხდეს ზედნადებების და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები ამ უწყებებშივე დარჩეს და მოხმარდეს იმას, რომ მათ საკუთარი ფუნქციები შეასრულონ. მაგალითად, თუკი ეს არის გარემოს დაცვის მიმართულება, ეს თანხა ტყისმცველების რაოდენობის გაზრდას მოხმარდეს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, გამოთავისუფლებული თანხებით მოხდეს პატრულის უკეთ აღჭურვა და ასე შემდეგ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია
„თითო შენაძენზე არაუმეტეს 20 ლიტრისა.“ - ანექსირებული ყირიმი ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვას აწესებს
ომის დაწყებიდან პირველად მთელი ურალის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო
რუსეთი პუტინის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics