19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 17:35:45, 1777 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე გოგორიშვილს: თუ ჩემს დეკლარაციაში აღმოაჩენთ, რომ ასეთი დეპოზიტი მაქვს, თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადავრიცხოთ

„თუ ჩემს დეკლარაციაში აღმოაჩენთ, რომ მე ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს, გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია და გადავრიცხოთ იმ ორგანიზაციის ანგარიშზე“,-ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ბახტაძის ფინანსურ დეკლარაციაში  დანაზოგის დიდი ნაწილი აშშ დოლარშია.

„თქვენს ფინანსურ დეკლარაციაში თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი არის აშშ დოლარში. თქვენ, როგორც რკინიგზის ხელმძღვანელი, არ გჯეროდათ ლარის გამყარების და არ ენდობოდით ლარს, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრი, ვალდებული ხართ,  ვინ ვინ და თქვენ პირველმა იწამოთ, რომ ლარი გამყარდება და როგორც მოუწოდებთ მოსახლეობას, ყველა დანაზოგი ლარში გვქონდეს, თქვენ პირადადაც ასე გქონდეთ. აპირებთ თუ არა ამის შეცვლას?“

ბახტაძის თქმით, ეს ყველაფერი  მისთვის სიახლეა და ეჭვი აქვს, გოგორიშვილი სხვის   დეკლარაციას გაეცნო:

„ქალბატონი ხათუნას კითხვა იყო ძალიან ორიგინალური და ჩემთვის სიახლე. ქალბატონო ხათუნა, თქვენ თუ ჩემს დეკლარაციაში,   სხვა ადამიანის დეკლარაციაში თუ არ აგერიათ, აღმოაჩენთ, რომ მე ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს, რაც თქვენ მითხარით და აღმოაჩინეთ, თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია და გადავრიცხოთ იმ ორგანიზაციის ანგარიშზე“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics