19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:22:08, 1486 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ოდნავი სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს - სიმართლე თქვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სიმართლე ილაპარაკონ და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

მდინარაძის თქმით, მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას გააჩნდა, დაკმაყოფდილდა, თუმცა ისინი  მაინც ატყუებენ მოქალაქეებს, თითქოს ქვეყნის უზენაეს კანონში ხარვეზიანი ჩანაწერებია:

„ხომ შეიძლება გვეყოს ძალა და კონსტიტუციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ვთქვათ სიმართლე და აქაც ჩვენი ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური ამოცანები არ ჩავდოთ და არ ეგონოს თუნდაც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში, რომ კონსტიტუციაში არის ხარვეზიანი ჩანაწერები.

როდესაც ის საკითხები, რომლის დაკმაყოფიელბასაც ითხოვდით დაკმაყოფილდა და ამის შემდეგ ამბობთ, რომ კიდევ ვიღაც თავის თავზე ირგებს ამ კონსტიტუციას და კონკრეტულ მუხლებს, ოდნავი სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს, რომ ჩვენ ვითხოვდით, ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფდილდა და მოდი, ამაზე მაინც ნუღა ვიტყვით.

ყველას მოვუწოდებ, ვთქვათ სიმართლე კონსტიტუციასთან მიმართებაში“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ   ქვეყანას აქვს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics