20:00 - 28 May, 2026
|
2017-12-13 13:05:27, 2304 ნახვა
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული (ვიდეო)
იტალიაში, გადაუღებელი წვიმების გამო, ჩრდილოეთ პროვინციებში, რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ყველაზე მეტად პროვინცია რეჯიო-ემილია დაზარალდა, სადაც სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის გარდა, უამინდობაა მეზობელ რეგიონებშიც: ტოსკანაში, ლიგურიასა და პიედმონტში, სადაც დიდთოვლობის გამო, უკვე მეორე დღეა, სკოლები დაიხურა. შეფერხებით ფუნქციონირებს ადგილობრივი აეროპორტები. უამინდობას თან ძლიერი ქარი ერთვის, რომლის სიჩქარეც საათში 100 კილომეტრს აღწევს. იტალიაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)