19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:18:36, 1788 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მტკვარზე, გარკვეული გაუგებარი მშენებლობები კანონის დარღვევით მიმდინარეობს

დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სთხოვა, კონკრეტულ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მტკვარზე გარკვეული, გაუგებარი მშენებლობები ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს.

„თუ დააკვირდებით, ძალიან ცუდია, იქ რაც ხდება. ვიცი, რომ ცვლილებებია მომზადებული, რომლის დამტკიცებაც საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, დროებითი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ვფიქრობთ, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ერთ კონკრეტულ ობიექტზე უკვე იმყოფებოდა, რომელიც მდინარე მტკვარზე მშენებლობას უნებართვოდ ახორციელებს.

„მიეცით გარკვეული ვადები, დრო, რომ თვითონვე განახორციელონ უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics