19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:15:01, 2406 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ

უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ, - ამის შესახებ Strana იუწყება.

მედია საშუალების ინფომრაციით, ოპოზიციონერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სააკაშვილი კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მედიის ცნობით, სააკაშვილს თავდებში უკრაინის რადას დეპუტატი, ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო და ასევე დეპუტატი პაველ დერევიანკო უდგებიან.

როგორც ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, პროცესუალური ნორმები დარღვეულია და სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს. მათივე თქმით, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება უნდა მიეცეს.

ცნობისთვის, კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ დაცვის მხარის შუამდგომლობების განსახილველად გავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics