13:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:28:23, 356 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალსანია: „კაბელების საქმეში“ ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად ჩაფლულია

„კაბელების საქმე პოლიტიკური საკითხია, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩაფლულია ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად“,-ამის შესახებ  „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისივე თქმით,  ღარიბაშვილმა 5 უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვა და ქართული საზოგადოება მალე სიმართლეს გაიგებს.

„კაბელების თემა ეს ის პოლიტიკური საკითხია, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩაფლულია თავად ღარიბაშვილი ივანიშვილთან  ერთად. მან თავის დროზე, როდესაც  პარტნიორებს ზურგში დანა ჩაგვარტყა და  5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში, დაკარგა სახე და გუშინდელი განცხადება სწორედ ამის მიმანიშნებელი იყო.  მას აწუხებს ერთი რამ. სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, ძალიან მალე დასრულდება და ქართული საზოგადოება სიმართლეს  გაიგებს და მოსთხოვს პასუხს, მასაც და ბიძინა ივანიშვილსაც თუ რატომ ჩასვა 5 უდანასაულო ადამიანი ციხეში“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics