|
2017-12-07 13:48:57, 11685 ნახვა
High - Tech
რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს
2018 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ყველა სახის ავტომობილებს შეეხება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3.5 ტონაზე ზემოთ) შეეხება. ასევე გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. საუბარია სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიან ავტოტრანსპორტზეც. 2018 წლის 1-ელი ივლისიდან, ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები გაივლიან. რაც შეეხევა სხვა ამვტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომანქანები. კერძოდ კი, 3.0 ძრავით და ზემოთ, ვინაიდან აღნიშნული ძრავის მქონე ავტომობილების გამონაბოლქვის გამო, ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. დარჩენილი ავტოპარკი ინსპექტირებას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაივლის და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
ამავე თემაზე: რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)