|
2015-05-07 22:01:36, 1974 ნახვა
სხვადასხვა
„მოლოდაია გრუზია“: 9 მაისი ერთად უნდა იზეიმოს ქართველმა და რუსმა ხალხმა
„9 მაისი ერთად უნდა იზეიმოს ქართველმა და რუსმა ხალხმა!“, - ამის შესახებ „მოლოდაია გრუზიას“ განცხადებაშია აღნიშნული. „მოლოდაია გრუზია“ მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდობას, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღონ. „გვიახლოვდება მეორემ სოფლიო ომში (1941-1945) გამარჯვების 70-ე წლისთავი. ქართველმა ხალხმა, სხვა ერებთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში! ეს უნდა იცოდეს და უნდა ახსოვდეს, პირველ რიგში, თანამედროვე ახალგაზრდობას! მოძრაობა „მოლოდაია გრუზია“ მიიჩნევს, რომ 9 მაისი საერთო გამარჯვების დღეა! ეს დღე, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოების, ერთად უნდა იზეიმოს ქართველმა და რუსმა ხალხმა! „მოლოდაია გრუზია“ მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდობას, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში. ეს გახდება მაგალითი პატივისცემის იმ ორ ერს შორის, რომელთა წინაპრები ერთად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ერთად აღვნიშნავდით იმ დიდ გამარჯვებას 1945წ. როდესაც მელიტონ ქანთარიამ და მიხეილე გოროვმა ერთად აღმართეს დროშა რაიხსტაგზე. ჩვენ ვერ დავივიწყებთ სამწუხარო ფაქტებს უახლესი ისტორიიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვალდებულნი ვართ უკეთესობისკენ წავიყვანოთ ურთიერთობები! რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენა, არის ერთ-ერთი ქმედითი გზა ყველა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. კულტურა არის საზოგადოების შრომის ნაყოფი, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს მატერიალურ და სულიერ ღირებულებებს, „მოლოდაია გრუზია“ თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების აღდგენის პროცესი, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო საქართველოს კულტურის პალატის ეგიდით განხორციელებული, ფონდ“რუსკიმირი“-ს აღმასრულებელი დირექტორის ვლადიმერ კოჩინის და რუსეთის საზოგადოებრივი კავშირის „ასლედნიკიპობედი”-ს თავჯდომარის, ვალერი კალიაკინის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი ფაქტი გახდა შეხვედრა საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან, რომელიც გაჯერებული იყო ორ ერს შორის მომხდარი ისტორიული ფაქტების გამო გამოწვეული გულის ტკივილით“, - ნათქვამია „მოლოდაია გრუზიას“ განცხადებაში.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)