18:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 14:16:35, 2204 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: შსს-ს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პირის დასაკაველად შსს საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს:

„რაც შეეხება ძებნილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორცრციელებს ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებს, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი. ამ დროისთვის, სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავს“, - განაცხადა პროკურორმა.  

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით  ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics