18:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 12:43:31, 1786 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, მაგრამ მის მუშაობას ხელი საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა, ჩუგოშვილის შეფასებით, კანონმდებლობამ რომ  ეფექტურად იმუშაოს, მას საზოგადოებამაც  უნდა შეუწყოს ხელი:

„ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, მაღალ სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ამ კანონმდებლობამ იმუშაოს არის ის, რომ სხვა პირებმაც,საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ კანონმდებლობას. მე რეპრესიულ კანონმდებლობას არ ვემხრობი ზოგადად, უფრო ვემხრობი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით  ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics