18:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 16:13:47, 2692 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ Politico იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრამპი განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს.

მედიის ცნობით, თელ-ავივში არსებული ამერიკის საელჩოც სავარაუდოდ იერუსალიმში გადავა.  თუმცა, საელჩოს გადატანის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. იერუსალიმზე ისრაელი და პალესტინა დაობს. ორივე მათგანი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics