18:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 22:07:42, 1636 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ ე.წ. პირბადეების აქცია კრეატიული იყო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო. 

ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ასე შემდეგ, ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათაშორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics