07:06 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:54:29, 1742 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მოგების გადასახადის რეფორმაზე ისაუბრა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო და ფისკალურ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. 

მოგების გადასახადი რეფორმაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა:

„ინვესტორისთვის და ბიზნესმენისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ კორპორატიული გადასახადით დაიბეგრები, თუკი თქვენ გადაინაწილეთ დივიდენდები, თუ თქვენ არ გადაინაწილეთ დივიდენდები, მაშინ არ დაიბეგრებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ბიზნესს დაუტოვა დაახლოებით 370 მლნ ლარი. მისი თქმით, ამით მოხდა როგორც ინვესტორთა დახმარება, ასევე არაპირდაპირი დაბეგვრის განვითარება. 

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იზრდება საინვესტიციო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ინვესტორისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავხარჯავთ დაახლოებით 40 მილიარდს მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი პუტინის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს
პუტინი: ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, აბსურდია
ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
კრემლმა მოითხოვა, რომ პაშინიანის ჩამოგდების მიზნით სომხეთის არჩევნებზე 100 000 ამომრჩეველი გაეგზავნათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics